2025 წლის მაისში Microsoft საბოლოოდ გამორთავს Skype-ს, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ერთ დროს ყველაზე პოპულარული ბრენდებიც კი შეიძლება ისტორიად იქცნენ. მაგრამ რატომ ხდება ეს? რატომ ქრებიან ისეთი ბრენდები, რომლებიც თავის დროზე ბაზარს მართავდნენ? და როგორ უნდა აიცილონ კომპანიებმა ეს საშიშროება თავიდან?
შევეცდებით ეს ისტორია რამდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბოთ:
ტექნოლოგიური ცვლილებები და ბაზრის მოთხოვნები
ბაზრის მოთხოვნა ყოველთვის ცვალებადია. თუ კომპანია ვერ ერგება ტექნოლოგიურ ცვლილებებს, მისი პროდუქტები აუცილებლად მოძველდება და ნაკლებად საინტერესო გახდება მომხმარებლისთვის. Skype-ს შემთხვევაში – გაჩნდა უფრო მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული პლატფორმები, როგორიცაა Zoom, google Meet, WhatsApp და სხვა.
კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ ისტორიაში ამ ამბავს ნოკიას მაგალითიც წააგავს – ერთ დროს მობილურების უპირობო ლიდერი ვერ მოერგო სმარტფონების ეპოქას, არ განავითარა Android-თან თავსებადი სისტემა და ბაზრის ლიდერობა Apple-სა და Samsung-ს გადააბარა.
კონკურენციის უპირატესობა
როცა ბაზარზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან, ისინი უფრო ინოვაციურები და მოქნილები არიან. მაგალითად:
- Kodak – ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პიონერი, რომელმაც ვერ აღიქვა ციფრული ფოტოგრაფიის პოტენციალი და კონკურენციას ვერ გაუძლო.
- ან თუნდაც BlackBerry – ერთ დროს ბიზნეს სამყაროს ფავორიტი, რომელიც ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც Apple-მა და Android-მა მომხმარებლებს სენსორული ეკრანები და უკეთესი ოპერაციული სისტემები შესთავაზეს.
ზუსტად იგივე დაემართა Skypeს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო მოგონებებთან იყოს დაკავშირებული, მისი განვითარება შეიძლება ვთქვათ რომ შეჩერდა. მომხმარებლის მოთხოვნები შეიცვალა, ამ ცვლილებასთან ერთად იმატა კონკურენციამაც, რა დროსაც კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მოეფიქრებინა საკუთარი პროდუქტის ალტერნატიული ღირებულება.
თქვენი აზრით რამდენად შეძლო ამ კომპონენტში Skype-მა რამე ღირებულის მოფიქრება? პასუხი თქვენთვის მოგვინდია.
მომხმარებელთა მოთხოვნების გაუგებრობა
ბრენდები, რომლებიც არ უსმენენ მომხმარებელს, საბოლოოდ მათ კარგავენ.
მომხმარებლები დღეს უფრო მარტივ და სწრაფ ალტერნატივებს ანიჭებენ უპირატესობას. შეცდომა ალბათ Yahoo!-მაც დაუშვა, რომელიც დროულად ვერ მიხვდა, როგორ უნდა გამკლავებოდა კონკურენციას და Google-სთან და Facebook-თან ბრძოლაში გარკვეულ წილად დამარცხდა.
Skype-ის შემთხვევაში, ალბათ ბევრმა კომპონენტმა ჯამურად გამოიწვია, ის შედეგი რომ მაიკროსოფტმა მისი დახურა გადაწყვიტა, რომელიც ერთი შეხედვით ასე გამოიყურება: რთული ინტერფეისი, გაუგებარი დანიშნულება, ტექნიკური ხარვეზები და დროში გაყინვა, რაც ჯამში მომხმარებლების კლებამდე მივიდა.
ბრენდის პოზიციონირების კრიზისი
ზოგიერთი ბრენდი ბაზარზე თავის როლს კარგავს. ნოკია ცნობილი იყო გამძლე ტელეფონებით, მაგრამ სმარტფონების ეპოქაში ვეღარ განსაზღვრა, რა ღირებულებას შესთავაზებდა მომხმარებელს.
ასევე, MySpace – სოციალური ქსელი, რომელიც Facebook-მა ჩაანაცვლა, რადგან ვერ გაიგო, რა სჭირდებოდა მომდევნო თაობის მომხმარებლებს.
მგონი ბევრი მაგალითი გავიხსენეთ, ახლა კი მოდით დავსვათ კითხვა – როგორ შეიძლება ბრენდებმა თავიდან აიცილონ ეს “ბედუკუღმართობა”?
- არასდროს არ უნდა შეაჩეროთ ინვოაცია და ინოვაციური მიდგომები – მუდმივად უნდა ეცადოთ, განავითაროთ თქვენი პროდუქტები და მოერგოთ ახალ ტენდენციებს.
- მომხმარებელთან კავშირი – თუ ბრენდი არ უსმენს თავის მომხმარებლებს, ის მათ დაკარგავს.
- კონკურენციის გააზრება – იმისთვის, რომ გადარჩეთ, უნდა შეძლოთ მომხმარებლებისთვის კონკურენტებზე უკეთესი გამოცდილების შეთავაზება.
- შექმენით სწორი მარკეტინგული სტრატეგია – ბაზარზე დარჩენის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორად გააზრებული ბრენდინგი და კომუნიკაციაა.
დასკვნის სახით:
მომხმარებელი არასდროს არ დაგელოდება, შენ როდის მოუსმენ მას. დღეს წარმატებული კომპანია ხვალ შეიძლება მხოლოდ ისტორიად იქცეს, თუ ტექნოლოგიურ ცვლილებებს, მომხმარებელთა მოლოდინებს და კონკურენციას არ მოერგება, ის უბრალოდ მარტივად დავიწყებადი გახდება.
Skype, Nokia, ბლოგში ჩამოთვლილი მაგალითები და კიდევ ბევრი სხვა – გვახსენებს, რომ ბიზნეს სამყაროში გადარჩენისთვის მუდმივი განახლება და ადაპტაციაა საჭირო.
თუ ბრენდმა იცის, როგორ შეინარჩუნოს კრეატიულობა, ინოვაცია და მომხმარებელთან კომუნიკაცია, მისი გაქრობის შანსი იკლებს.
Na.Sa Studio სწორედ ამას აკეთებს – ვეხმარებით ბრენდებს, რომ ბაზარზე დიდხანს დარჩნენ, განვითარებულ ტექნოლოგიებს ფეხი აუწყონ და არასდროს გახდნენ დავიწყებული ისტორია. 🚀
ამიტომ, თუ ეს ბლოგი წაიკითხე კურსორის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ სიგნალი გამოგვიგზავნოთ და თქვენი კომპანია მასშტაბირების ახალ საფეხურზე გადაიყვანოთ.