იქნებ პრობლემა მარკეტინგშია?!

მარკეტინგის სფეროს გაგებით საქართველოში უნიკალურ და პარადოქსულ რეალობაში გამოგზაურებთ. მის აღქმაში ორი უკიდურესობა განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გვხვდება: ერთის მხრივ, ის, ვინც ფიქრობს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია ნულოვანი ბიუჯეტით“, და მეორე მხრივ, ის, ვინც მარკეტინგს საერთოდ არასაჭიროდ მიიჩნევს.

დავიწყოთ – „ყველაფერი ნულოვანი ბიუჯეტით“

პირველი კატეგორია ადამიანებისა მარკეტინგს ხშირად ხედავენ, როგორც რაღაც ჯადოსნურ ხრიკს. მათი წარმოდგენით, ერთი პოსტი სოციალურ ქსელში ან მარტივი ვიზუალი საკმარისია მილიონობით გაყიდვისთვის. აქ ჩნდება ცნობილი ფრაზა: „მარკეტინგი არ უნდა ღირდეს ამდენი“. ამ მიდგომით მარკეტინგი დგება ისეთ დონეზე, სადაც ნიჭიერ პროფესიონალებს ანაცვლებენ „ჩემ ძმაკაცს დავურეკავ და რაღაც ლოგოს ისიც გააკეთებს“, “პოსტს მეც გამოვაქვეყნებ” პრინციპით.

თუმცა, სინამდვილეში, ნულოვანი ბიუჯეტით განხორციელებული პროექტი – მითია. კონკურენცია იზრდება, ბრენდების ბრძოლა მომხმარებლის ყურადღებისთვის რთულდება და უფასო გზები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

„არ მჭირდება, მე ხალხი ისედაც მყავს“

მეორე უკიდურესობა ისეთ ბიზნესებს ეხება, რომლებიც მარკეტინგს საერთოდ არ ითვალისწინებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მათი პროდუქტი თავისთავად გაიყიდება. მათი არგუმენტია: „ჩვენს პროდუქციას რეკლამა არ სჭირდება“ ან „ჩვენ მომხმარებლები ისედაც გვიცნობენ“.

პრობლემა ის არის, რომ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ გარკვეული დროით მუშაობს. მომხმარებელთა ქცევა იცვლება, კონკურენტები ინვესტირებას ახდენენ მარკეტინგში და თუ ბრენდი ხედვას არ აახლებს, ადრე თუ გვიან ბაზრიდან გაქრება.

სად არის ოქროს შუალედი?

რეალურად, მარკეტინგში, კი არა სამყაროში არაფერია უფასო. და სტრატეგიულ მარკეტინგულ კომუნიკაციაში ჩადებული თითოეული თეთრი ინსტრუმენტია, რომელის სწორად გამოყენების შემთხვევაში საოცარ შედეგებს გაძლევს. მთავარია, რომ: 

  • რეალური მოლოდინები გქონდეს – მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმო პროექტი, რომელიც დროს, ბიუჯეტსა და დროში გაწერილ გეგმას საჭიროებს.
  • ბიუჯეტის სწორი მიმართულებით განაწილება – მცირე რესურსის სწორად განაწილებას ხშირად დიდი შედეგი მოაქვს, თუმცა ნულოვანი ინვესტიცია, როგორც წესი, ნულოვან შედეგს ნიშნავს.
  • მუდმივად აახლებდე სტრატეგიას – რაც გუშინ მუშაობდა, დღეს შეიძლება ეფექტიანი აღარ იყოს, მუდმივად უნდა ეცნობოდე სიახლეებს და მისი ინტეგრირებით იყო დაკავებული. 

საბოლოო ჯამში, ბევრი რომ არ გავაგრძელო და მარტივად წასაკითხი ბლოგი გამოვიდეს. არ არსებობს ჯადოსნური რეცეპტი, რომელიც ერთ ღამეში შეცვლის ბიზნესს, მაგრამ არსებობს გონივრული სტრატეგია, რომელიც დროის, შრომისა და რესურსების ბალანსირებით სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს.

კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ბიზნესებმა მარკეტინგი აღიქვან როგორც აუცილებელი ინსტრუმენტი და არა ზედმეტი ხარჯი ან „გართობა“. წარმატება რეალურ მიდგომებშია, სადაც მარკეტინგი არ არის არც ჯადოქრობა და არც დროის ფუჭად ხარჯვა. ეს შესაძლებლობაა, რომლის სწორი გამოყენება მომავალში ჩადებულ ინვესტიციას გავს.

თუ ამ მცირე რამდენიმე წუთში წასაკითხმა სტატიამ დაგაფიქრათ, “იქნებ პრობლემა მარკეტინგშია?” აუცილებლად დააჭირეთ საიტზე მაღლა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკს “სიგნალის გაგზავნას” და დაგვიკავშირდით. ჩვენ მზად ვართ ჩვენი ეკიპაჟის წევრების გამოცდილება გაგიზიაროთ და თქვენი ბრენდი თან, გალაქტიკაში წავიღოთ, რეალური სიტყვებით რომ ვთქვათ – თქვენთან ერთად ავაშენოთ ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაში და დაგეხმაროთ გაყიდვების მაქსიმიზაციაში. 

თანამშრომლობის პირობებზე და თქვენთვის მორგებული შეთავაზებისთვის დაგვირეკეთ “ერთად დავიწყოთ რაღაც შთამბეჭდავი”.

გააზიარე

ასევე შეიძლება დაგაინტერსოთ: